Thursday, 10 June 2010

საქართველოს ფლორა

საქართველოს ფლორა

ქართველოს ფლორის მოკლე მიმოხილვა

საქართველო მდებარეობს ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სამხრეთ აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. იგი დაახლოებით 3500წლის ისტორიის მქონე ქვეყანაა. მისი ფართობი 69700 კვადრატული კილომეტრია. საქართველოს ბუნება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. მისი მრავალფეროვნება განპირობებულია მისი ფიზიკურ–გეოგრფიული ფაქტორების სხვადასხვა შემადგენლობით, იგი ჰგავს ევრაზიის და აფრიკის რეგიონთა მცენარეებს. ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია.

აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. ქვეყანაში არის, 4000დან–4500მდე ნაირსახეობის სისხლძარღვიანი მცენარეები, რომელთა შორის დაახლოებით 15% არის მხოლოდ კავკასიური ჯიშის. მათგან 300 სახეობაა მხოლოდ ქართული. აქვე ხარობს პიონის 10 სახეობა და 11 თეთრყვავილის ჯიში. ტყით დაფარულია 3,7 მილიონი ჰექტარის ფართობი (დაახლოებით 38% საქართველოს ტერიტორიისა). აქედან 59,500 ჰექტარი არის ხელოვნურად გაშენებული. ბუნებრივიდან 6% ხელუხლებელია.

აღმოსავლეთ და დასავლეტ საქართველოს ფლორა განსხვავდება ერტმანეთისაგან. აღმოსავლეთ საქართველოს არაწიწვოვან ზონებში არის მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავა, რის გამოც გამწვანება და მცენარეული საფარი ნაკლებად გვხვდება. არმოსავლეთ საქართველოს ვაკე –დაბლობი, მთისწინა მდინარისპირა ტყეები მდინარეთა გასწვრივ ვიწრო ზოლებად არის წარმოდგენილი. (მათ შორის კახეთის რელიქტური ტყეები 200–600მ.ბ.დ). ამ ტყეებიდან დომინანტი მცენარეებია თეთრი სვალო, ლაფანი, მურყანი დატირიფი.


მომცო არე მდინარე ალაზნისა უკავია ჯაგრცხილასა და ძელქვის ტყეებს. ძელქვა გვხვდება ასევე აჯამეთის ნაკრძალში. იგი საქართველოში უკვე დიდი რაოდენობით აღარ გვხვდება. ასევე გვხვდება შესანიშნავი ეგზემპლარები., მაგალითად; თერჯოლის ძელქვა (იშხნეთიანთ უბანში), დიამეტრით 6მ და სიმაღლით 50მ იყო. ნეკ–ნელა მისი რაოდენობა კლებულობს. მიუხედავად იმისა რომ ადვილია გასახარებლად და თან ადვილად მრავლდება თესლითაც.

აღმოსავლეთ საქართველოს ველებში ასევე გავრცელებულია ქართული ბერყენა, ოლესა და პანტაჰშატა. საქართველოში ველურად გავრცელებულია 11–12 სახეობის პანტა. ბერყენა გადაშენების პირასაა მისული. მისი ჯიშები უმრავლესობა ენდემია ან საერთოდ იშვიატია. ლიანებიდან ჩვეულებრივია სურო, პოსტუხოვის სურო, უსურვაზი, სვია და მაყვალი. რაც შეეხება დასავლეთ საქარტველოს ნოტიო ჰავის გამო ხშირია ტყეები.

მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების შედეგად ამ მცირე ჰიბრომეტრიულ ამპლიდუტის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი 5 მცენარეული ტიპი– უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყეებ, ტყე–სტეპები და ფოთლოვანი ტყე. –4 ინტერზონალური ტიპი – ტყეთა ქსეროფიტები, წალუის ანუ მდინარის ტყეები, მთისწინეთის ძელქვიანი და კირქვიანი მცენარეები.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-ეროიანი და ავშნიან-ცაროიანი ჰორმაციები. ბუჩქ ბალახები, ავშნიანი, ცაროიანი, უჰრო მცირე რაოდენობით ყარდანი , იშვიათად წითელ წვერა. ღვიიან_საკმლისხიანების ჰარგლებში მცირე ჰრაგმენტებიდან წარმოდგენილია ბროწეული, კოწხური, მაყვლის, მაწაკის, ქენდირის, ერიანტუხისა და სხვა დაჯგუჰებანი.

დათვის ხევში, რიყის გასწვრივ, მცირე მონაკვეთზე, მესამეული პერიოდის რელიქსით თურანელის ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.

ტყები

ჰიგროფილური ბალახმცენარეულობის და ტყეების ზონის მცენარეულობა მოიცავს შავიზღვისპირა ვიწრო ზოლის თანასაზოგადოებ

ას, ჭაობის ბალახმცენარეულობათა და დაჭაობებულ ტყეებს. ტყეებს ლიანებთა დმარადმწვანე ქვეტყით. ამ ადგილებში ხეებიდან დომინანტობენ მურყანი, ლაფანი, თეთრი ხვალო, იმერული მუხა და რცხილა.

საქართველოში ტყეების ძირითადი შემქმნელი სახე

ობებია ხემცენარეებიდან: საკმლის ხე, ხემაგვარი ღვიები, კავკასიური აკაკი, ქართული ნეკერჩხალი რომელიც ველების ფარგლებში ხარობს, ძირითადად ნათელ ტყეებში. ხშირად ნახევარუდაბნოების მახლობლად. ბუჩქნარებიდან აღსანიშნავია ძეძვი, შავჯაგა, მენახირის ბალი, ჟასმინი, თრიმალი, ქართული ცხრატყავა, ქართული კოწახური, ბროწეული და სხვა.

მტის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სხეობებია: ქართული მუხა, რცხილა, ვერხვი, იფანი, კაკალი( უკვე მცირე რაოდენობით), თელა, ტყემალი, კუნელი, ზღმარტლი, შინდანწლა, ტირიფი კვიდო, შვინდი და სხვა.

ნათელი ტყეები დამახასიათებელია შირაქის ვაკისთვის. საქართველოს განაპირასამხრეტ-აღმოსავლეთით(200-500 მ). ნათელი ტყეების დომინანტი მცენარეებია: ვაკის ხე, აკაკის ხე, ბერყენა და ღვიის სხვადასხვა სახეობები, ასევე თელებიც. ზოგიერთი მდინარის ხეობებში ნათელი ტყის ელემენტები 1000-1100-მდეც კი აღწევს.

მთის შუა ზონისათვის, დასავლეთ საქართველოში დომინირებს წიფლნარი ტყეები. აღმოსავლეთ საქარ

თველოში წიფლნარები გავრცელებულია 800-2100-ის ფარგლებსი. უფრო დაბლა 1000-1100მ-მ-ის ფარგლებში რცხილას. ეს მოვლენა შეინისნება გომბორისა და თრიალეთის ქედებზე.

წიწვოვანი ტყეების(700-2000მ) დამახასიათებელი დომინანტებია: ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. შერეული ნაძვნარ-ფიჟვნარი ტყეები ჩვეულებრივია, დასავლეთ საქართველოს ისეთ მდინარეტა ხეობებსი როგორიცაა ხანისწყალ, ცხენისწყალი, სუფსა, რიონი, ჭოროხი, ენგური, კოდორი და ბზიფი. ფიჟვნარი ტყეები ფრიად განსხვავებული შემადგენლობის ქვეტყიტ ხასიათდება. მათშორისაა ტიპური, კოლხური(ჭოროხის ხეობა) და ქსეროფიტები( ჯავახეტის თეთრობის ხეობასი) ქვეტყიანი ფიჟვნარები, აგრეთვე ფიჟვნარების ჩრდილო ვარიანტები, ხავსების დომინანტებით( აფხაზეთი, თუშეთი).

ასევე მრავალფეროვანია ლოლხური ტყეები, რომელსაც ქმნის რცხილა, პართვესის მუხა, წაბლი, წიფელ

ი და სხვა. ქვეტყესი წარმოდგენილია ძირითადად შქერები, წყავი, თაგვისარა, ძმერხლი. კოლხური ტყეების დამახასიათებელია ასევე ლიანები, კოლხური სურო, ჩვეულებრივი სურო, ეკალღიჭი და ღვედკეცა. ასევე ბევრია სხვა სახეობებიც.

საქართველოში მდიდარია ლიანების შემადგენლობაც, ესენია: სურო, კრიკინა, კატაბარდა, დიჭი, ღვედკეცა და სხვა.

ბალახოვნები


ბალახოვანი მცენარეებია: ყანდარი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახთა ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. პალოფიტი ბუჩქ-ბალახი, რომელიც იშვიათია საქართველოში, ისლის, სალამანინი, ქრისტეს ბეჟედა, იები, ბერჩელა, გვრიტა რომელიც მთის მცენარეა, ფირისულა, რომლის 22მდე სახეობაა საქარტველოსი გავრცელებული და ყველა თავისებუ

რად ლამაზია, განსაკუთრებით კი მთამაღლის ფირისულები. იულიას ფირფირისულა საქარტველოს ენდემია და იგი ლაგოდეხის ნაკრძალშია აღმოჩენილი. პირისფერი ან ვორონოვის

ფირისულა იზრდება მუხნარში, რცხილნარებში და წიფლნარებში. ასევე ხშირია დიდჯამა ყვითელი ფირისულა.

ქართული ზამბახი რომელიც არმოსავლეთ საქართველოს მშვენებაა, იზრდება ჯგუფებად და იშვიათია. საქართველოში ბევრია ლამაზად მოყვავილე ზამბახი, მაგრამ პირველ რიგში ყურადღების მისაქცევია ქართული ზამბახი, ყვითელი ზამბახი და სხვა. ასევე კეცხოველის სკორცონელა, რომელიც საქარტველოს ენდემია და მხოლოდ ჯავახეთშია, თეთრობის ხეობაში იზრდება.

ბალახოვნებს ეკუთვნის ასევე ქართული ვარსკვლავა. საქართველოში 6 ვარსკვლავაა, მათშო

რის დეკორატიულიც, ქართული და ალპური ვარსკვლავა გამოირჩევა, იგი არის როგორც მთია ასევე ბარის მცენარე. მთის მცენარეა ასევე ყაყაჩო იგი უმთავრესად სუბალპურ ტყეეებში გვხვდება. საქართველოში 14 სხვადასხვა სახეობის ყაყაჩო იხრდება. მათშორის გამ

ორჩეულია აღმოსავლური ყაყაჩო და სხვა. ასევე ბევრია ბალახოვნებიდან სარეველა მცენარეები.

საქართველოს მტკნარი წყლის წყალმცენარეთა ფლორაც მაღალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ისეთ საარსებო გა

რემოში როგორიცაა მდინარები, ნაკადულები, ღელეები, ჭარბობენ ეგრეთწოდებული ბელთანური კომპლექსები.

მცენარეტა გარკვეული სახეობები სამკურნალოდ გამოიყენება, მატი გადამუშავების სედეგად მიიღება წამლები, რომელტაც სხვადასხვა სამკურნალო თვსებები აქვს. ასევე გადამუშავების გარესეც იჩენენ სამკურნალო თვისებებს.



ქართული ვაზი

მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე

ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში
შეტანილია

62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითე

ლი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

http://forum.ge/?f=72&showtopic=33798575 (იხილეტ ქართული ვაძის ჯიშები)



საფრთხე
მიუხედავად იმისა რომ საქარტ ველოს ფლორა მრავალფეროვანია და უამრავი სახეობისაგან შედგება, ბევრ მათგანს გადაშენება და გაქრობა ემუქრება. იმის გამო რომ მათ არ უფრთხილდებიან, ბებრი სახეობაა საფრთხის ქვეშ და ბევრიც უკვე დაკარგულია. ისეტებს რომლებიც უკვე ისვიათად გვხვდება წითელი წიგნი იცავს. 150სახეობაზე მეტია ამ წიგნსი შეტანილი და ადამიანთაგან

გაფრთხილებას სააწიროებს. ამასთანავე უნდა ითქვას რომ წითელიწიგნის მონაცემები სრულყოფილი არ არის და საჭიროა მათი დაზუსტება-შევსება. ქართველი ბოტანიკოსების მიერ შემუსავებული სისტემა რომელიც შეცავს გადასენების საფრთხის ქვეს მყოფი მცენარეებს 4 კატეგორიისაგან შედგება. ესენია:
    1. გამქრალი სახეობები, რომლებიც აღარ გვხვდებიან. ამ ა ამ კატეგორიას განეკუთვნება საქარტველოს ფლორის 10 სახეობა. მაგალითად: მუხუდო რომელიც ერტხელ ნახეს აფხაზეტსი. ასევე ქარტული თელა, თურანგი და სხვა.
    2. სახეობები, რომლებსაც ახლო მომავალში გადაშენება ემუქრება, ამ კატეგორიას დაახლოებით 50 სახეობა ეკუთვნის. მათ შორისაა სამეფო გვიმრა, მეგრული არყა და სხვა.
    3. იშვიათი სახეობები. საქართველოში იშვიათ სახეობებთა რიცხვი დაახლოებით 300. მათგან აღსანიშნავია ბიჭვინთის ფიწვი.
    4. სახეობები ძლიერ მცირე პოპულაციებიტ. ეს კატეგორია 140მდე სახეობას ითვლის. ფლორის და საერთოდ ბუნების დაცვას ასევე ნაკრძალების სასუალებითაც ცდილობენ.f სწორედ ნაკრძალების მიერაა შემონახული რამდენიმე იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები.

      საქართველოში ბუნების დაცვითი ტერიტორიების გავრცელებული ფორმაა: ნეკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები და ბუნების ძეგლები.

      საქართველოში იყო 21 ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი 168734 ჰა-ს შეადგენს.
      განვიხილოდ საქართველოს ნაკრძალები :
      1. ალგათის ნაკრძალი. დაარსების წელი 1965, ფართობი 68223 ჰა. მდებარეობა ზღვის დონიდან 1000-1700 მ, ადმინისტრაციული რაიონია თეთრი წყარო. დაცვის ობიექტია- ნაძვი, სოჭი.
      2. აჯამეთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928, ფართობი 4845 ჰა. მდებარეობა ზღვის დონიდან 120-200 მ. ადმინისტრაციული რაიონებია ბაღდადი და ზესტაფონი. დაცვის ობიექტია- იმერეთის და ჰართვისის მუხა, ძელქვა.
      3. ბაბანეულის ნაკრძალი. დაარსების წელი 1970. მდებარეობა ზ.დ. 400-700 მ. ფართობი 770 ჰა. ადმინისტრაციული რაიონია ახმეტა.
      4. ბაწარას ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. მდებარეობა ზ.დ. 700-1800 მ. ფართობი 3042 ჰა. ახმეტის რაიონი.
      5. ბიჭვინთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1926. ფართობი 347 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 0-100 მ. გაგრის რაიონი. დაცვის ობიექტია-ფიჭვის რელიქტური კორომი, კურორტი და პლაჟი.
      6. ბორჯომის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. ფართობი 17948 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 800-2200 მ. ბორჯომის რაიონი. დაცული ობიექტია-ნაძვნარ-სოჭნარის ტყეები, მუხნარი და წიფლნარი..
      7. გუმისთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1941. ფართობი 13400 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 300-2700 მ. ადმ.რაიონია სოხუმი. დაცული ობიექტია- აღმოსავლური წიფელი, წაბლი, მუხა, ფიჭვი.
      8. ვაშლოვანის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. ფართობი 8934 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 350-700 მ. დედოფლისწყაროს რაიონი. დაცული ობიექტია-არიდული ნათელი ტყეები.ვაშლოვანის ნაკრძალი - ქვაბულში მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთიდან იორის ზეგანი ესაზღვრება. ქვაბული მოქცეულია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის ლანდშაფტებში, სადაც წარმოდგეილია მეჩხერი ტყის მასივები, ისინი თავიაანთი ფორმით ვაშლის ბაღებს მოგვაგონებს. აქედანვე მოდის ნაკრძალის სახელწოდებაც “ვაშლოვანი“.
      9, თუშეთის ნაკრძალი. დაარსების წელია 1980. ფართობი 12485 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 1520-3920 მ. ახმეტის რაიონი. დაცული ობიექტია-წიფელი, ნეკერჩხალი, წაბლი,
      10. კინტრიშის ნაკრძალი. დაარსების წელია 1953. მდებარეობა ზ.დ. 500-1800 მ. ფართობი 13893 ჰა. ქობულეთის რაიონი.ნაკრძალის ძირითადი მოწყობის მიზანი კოლხური საშუალო მთის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვაა. დაცვის ძირითადი ობიექტია ჰემიჰილეები, ჰოლიდომინანტური, წაბლისა და წიფლის ტყეები, პონტოს მუხა, არყი, წყავი, იელი...
      11. კოლხეთის ნაკრძალი. დაარსების წელია 1935. მდებარეობა ზ.დ. 0-10 მ. ფართობი 560 ჰა. ხობის რაიონი. დაცვის ობიექტია-კოლხური ჭაობის ფლორა და ფაუნა, პალიასტომის ტბა.
      12. ლაგოდეხის ნაკრძალი. დაარსების წელია 1912. -მდებარეობა ზ. დ. 450-3484 მ. ფართობი 17932 ჰა. ლაგოდეხის რაიონი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ზაქათალის ნაკრძალი (აზერბაიჯანი). ნაკრძალში დაცულია-წაბლი, ნეკერჩხალი, კაკალი, ლაფანი, მუხა.
      13. ლიახვის ნაკრძალი. დაარსების წელია 1977. მდებარეობა ზ.დ. 800-1000 მ. ფართობი 6388 ჰა. ცხინვალის რაიონი. ნაკრძალში დაცულია- წაბლი, მუხა.
      14. მარიამჯვარის ნაკრძალი. დაარსების წელია 1928. მდებარეობა ზ.დ. 800-1800 მ. ფართობი1040 ჰა. საგარეჯოს რაიონი. ნაკრძალში დაცულია- კავკასიური ფიჭვის ტყეები.
      15. მიუსერის ნაკრძალი. დაარსებულია 1934 წელს. მდებარეობა ზ.დ. 0-200 მ. ფართობი 2184 ჰა. გუდაუთის რაიონი. დაცული ობიექტია-ბიჭვინთის ფიჭვი, მუხა, წაბლი, ხემარწყვა.
      16. რიწის ნაკრძალი. დაარსებულია 1946 წელს. ზ.დ. 450-2700 მ. ფართობი 16289 ჰა. გუდაუთის რაიონი. დაცულია- აღმოსავლური წიფელი, კავკასიური სოჭი, წაბლი, ურთხელი, მუხა.
      17. საგურამოს ნაკრძალი. დაარსების წელია 1946. მდებარეობა ზ.დ. 600-1392 მ. ფართობი 5221 ჰა. მცხეთის რაიონი. დაცულია- ბზა, უთხოვარი, ჭყორი, მოცვი.
      18. სათაფლიის ნაკრძალი. დაარსების წელია 1935. მდებარეობა ზ.დ. 150-400 მ. ფართობი 354 ჰა. წყალტუბოს რაიონი. დაცული ობიექტია-კარსტული მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი, წიფელი, რცხილა, ბზა, ნაძვი, ურთხელი..
      19. სკურჩის ნაკრძალი. დაარსების წელია 1978. მდებარეობა ზ.დ. 0-20 მ. ფართობი 85 ჰა. ოჩამჩირის რაიონი. დაცულია კოლხური ტყის ფლორა და ფაუნა.
      20. ფსხუს ნაკრძალი .დაარსებულია 1978 წელს. მდებარეობა ზ.დ. 600-2700 მ. ფართობი 27334 ჰა.სოხუმის რაიონი. დაცული სახეობებია- წაბლი, სოჭი, წიფელი..
      21. ყაზბეგის ნაკრძალი. დაარსებულია 1976 წელს. მდებარეობა ზ.დ. 1500-3500 მ. ფართობი 8707 ჰა. ყაზბეგის რაიონი. დაცულია-სუბალპური და ალპური მდელოები, რადეს არყი, კავკასიური ფიჭვი.
      1992 წლისათვის წლისათვის რამოდენიმე ნაკრძალი გააერთიანეს და მათი რიცხვი 14 გახადეს.
      (ლიტერატურა- საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია
      რედაქტორი ოთარ ხმალაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის)

სანამ თითოეული ადამიანი არ დაიწყებს მის ირგვლივ არსებული გარემოს, მცენარეტა დაცვასა და გაფრთხილებას, არ შეეცდება მოუაროს, სეიყვაროს ბუნება ისე როგორც ცოცხალი არსება, მანამდე ყოველტვის ცუდ დღეში იქნება იგი. მარტო წიტელი წიგნი და ნაკრძალები ვერ შეძლებენ ჩვენი უმშვენიერესი ბუნების დაცვას. შეიყვარე, გაუფრთხილდი, მოუარე ბუნებას და შენი ცხოვრება უფრო ლამაზი და ჯანსაღი იქნება.









http://maps.google.com/maps?tab=ml

No comments:

Post a Comment